ფეხბურთი

13:33 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური

პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხსენებულ 11-ეულში ბუნებრივია, რომ ჩემპიონობის მაძიებელი “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” ფეხბურთელები სჭარბობენ – ჯამში რვა.

რაც შეეხება დანარჩენს სამს, ისინი “მანჩესტერ იუნაიტედს, “არსენალსა” და “ვესტ ჰემს” წარმოადგენენ.

აღნიშნული ასოციაციის სიმბოლური გუნდი შემდეგნაირია:

მეკარე: დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”)

მცველები: ჰექტორ ბელერინი (“არსენალი”), ვეს მორგანი (“ლესტერი”), ტობი ალდერვეიელდი (“ტოტენჰემი”), დენი როუზი (“ტოტენჰემი”)

ნახევარმცველები: რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), დელე ალი (“ტოტენჰემი”), ნგოლო კანტე (“ლესტერი”), დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”)

თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუტ იოზილის ადგილი ვერ მოინახა, რომელსაც ამ დროისთვის 6 გოლთან ერთად 18 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. ისე კი, პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ 4 ტურია დარჩენილი.

0.102278