ესპანეთის ჩემპიონ კატალონიის “ბარსელონას” განახლებული სტადიონი ექნება. კლუბმა პროექტის პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც გუნდის მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც “ბლაუგრანას” ვებგვერდი იუწყება, რეკონსტრუირებულ არენას “ნოუ კამპ ნოუ” დაერქმევა და იგი 2021 წელს გაიხსნება. რაც შეეხება ტევადობას, სტადიონი 105 ათასზე ოდნავ მეტ მაყურებელს დაიტევს.
რეკონსტრუქცია 2017 წლის დასაწყისში დაიწყება და მისი განხორციელება დაახლოებით 600 მილიონი ევრო დაჯდება. სამუშაოებს იაპონური კომპანია Nikken Sekkei შეასრულებს.
პროექტის მიხედვით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები გუნდს ხელს არ შეუშლის საშინაო მატჩების ჩატარებაში.