გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის 3 შეხვედრა გაიმართა. “ჰიუსტონი” შინ “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე ოკლენდელები 96:95 იგებდნენ, თუმცა ჯეიმს ჰარდენმა 2-ქულიანი ჩააგდო და ტეხასელებს პლეი-ოფში პირველი გამარჯვება მოუტანა. მატჩის ბოლო წამზე “გოლდენ სტეიტს” ჰქონდა შანსი საბოლოო სროლა განეხორციელებინა, მაგრამ დრეიმონდ გრინმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, რასაც 9 პასი და 8 მოხსნა შემატა, “გოლდენ სტეიტში” სფეიტსი” 22 ქულით გამოირჩა. “ოქროს შტატელებს” სტეფ კარი კვლავ ვერ დაეხმარა. სერიას “მეომრები” 2:1-ს იგებენ. მეოთხე შეხვედრა ისევ ჰიუსტონში 24 აპრილს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.
“ინდიანა” შინ “ტორონტოსთან” 85:101 დამარცხდა. შეხვედრის პირველი პერიოდის შუაში კანადელები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. “ინდიანას” ლიდერმა პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი შეასრულა 25 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი. “ტორონტოში 21-21 ქულით დეროზანი და ლოური გამოირჩნენ. სერიას კანადელები 2:1 იგებენ, მომდევნო შეხვედრა ინდიანაპოლისში 23 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“დალასი” – “ოკლაჰომა” 102:131 (21:27, 27:31, 30:39, 24:34)
https://www.youtube.com/watch?v=zxcBc43x0vA
“ინდიანა” – “ტორონტო” 85:101 (17:24, 19:29, 23:18, 26:30)
https://www.youtube.com/watch?v=asVdAqoGWwU
“ჰიუსტონი” – “გოლდენ სტეიტი” 97:96 (31:18, 24:30, 23:24, 19:24)
https://www.youtube.com/watch?v=tBRhPFdJ7Bw