ჩოგბურთი

1:05 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა სტამბოლის ტურნირს გამოეთიშა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ბოლო ქართველი ჩოგბურთელიც გამოეთიშა.

წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში სოფო შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა მე-3 ნომრად განთესილ შვეიცარიულ-ჩერნოგორიულ დუეტს (კნოლი-კოვინიჩი) გაეჯიბრნენ და 5:7, 1:6 წააგეს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ასპარეზობა ოქსანა კალაშნიკოვამ და ეკატერინე გორგოძემაც დაასრულეს.

0.145405