სხვა

0:25 | 22.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევიშვილმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა! (+VIDEO)

ბელარუსის ღია პირველობის მეორე დღეს ირაკლი რევიშვილმა 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში დისტანცია 3:56.05 წუთში დაფარა და რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივზე (3:58.51) 2.5 წამით უკეთესი დრო აჩვენა.

ამგვარად, ირაკლიმ საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა, ოქროს მედალი მოიპოვა, მისი კარიერისთვის რეკორდული 810 ქულა მიიღო და რაც მთავარია, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

გუშინვე, მერი მუმლაძემ 200 მეტრზე ბრასით შეჯიბრში საკვალიფიკაციო გაცურვაში ნაჩვენები შედეგი თითქმის 3 წამით გააუმჯობესა და ფინალში დისტანცია 2:39.00 წამში დაფარა, რაც საქართველოს ახალი რეკორდია.

წინა რეკორდი, რომელიც ტატიანა იაჩევსკაიას ეკუთვნოდა, 2:40.37 წუთს უტოლდებოდა და 1983 (!) წლით თარიღდებოდა. საბოლოოდ, მერიმ მეოთხე ადგილი დაიკავა და მისი კარიერისთვის სარეკორდო 669 ქულა დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მუმლაძე ფინალური გაცურვების და მთლიანად ამ დისტანციის მონაწილეთა შორის ასაკით ერთ-ერთი ყველაზე უმცროსი იყო. მერი 2001 წელსაა დაბადებული.

0.124275