ჩოგბურთი

22:25 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაფა “ბარსელონას” ტურნირის მეოთხედფინალშია

14-გზის დიდი სლემის ჩემპიონი ესპანელი რაფალ ნადალი “ბარსელონას” ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა. მერვედფინალში რაფამ ალბერტ მონტანესს 6:2, 6:2 აჯობა. ნადალმა ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო თვითონ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ჩაწოდება. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

1/4-ფინალში ესპანელი იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში რაფაელი ფონინის 6:3 ამარცხებს. მატჩი 22 აპრილს თბილისის დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ნადალს “Barcelona Open”- რვაჯერ აქვს მოგებული (2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2011. 2012, 2013). ტურნირის საპრიზო ფონდი 1 995 000 ევროს შეადგენს.

0.123936