არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.
სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა "დეპორტივოსთან" მოგებული (8:0) მატჩის დროს კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე ცნობილი არაა.
მიმდინარე სეზონში ლიონელმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 39 გოლი და 20-ჯერ თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება მისცა.