ამერიკულ სავანაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთეულთა შეჯიბრის დარად, წყვილებშიც მარცხი განიცადა.
ST.JOSEPH'S/CANDLER SAVANNAH CHALLENGER-ზე ბასილაშვილი ვენესუელელ ლუის დავიდ მარტინესთან გახლდათ შეამხანაგებული. ქართველი და ვენესუელელი ჩოგბურთელები პირველი განთესვის მქონე ამერიკელ ნოვიკოვს და ჩილელ პერალტას დაუპირისპირდნენ და 5:7, 1:6 წააგეს.