ფეხბურთი

20:27 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რომან ჭანტურია პირველად "ემპოლის" მთავარ გუნდში

დღეს, იტალიური "ემპოლის" ძირითად გუნდში, შესაძლოა, დებიუტი ჰქონდეს რომან ჭანტურიას. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარკო ჯამპაოლომ 20 წლის ქართველი სერია A-ს მორიგ ტურში, "ვერონას" წინააღმდეგ სათამაშოდ გამოიძახა და იგი მთავარ გუნდში სათადარიგოთა სკამზე პირველად იქნება.

მოგეხსენებათ, ნიჭიერი ფორვარდი მიმდინარე სეზონს საკმაოდ კარგად ატარებს და პრიმავერას, ანუ ახალგაზრდული სერია A-ს გათამაშებაში, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. რომანი განაცხადში 99 ნომრიანი მაისურით იქნება.

ასევე თადარიგიდან დაიწყებს დღევანდელ მატჩს ლევან მჭედლიძეც, რომელიც ტრავმის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომას ვერაფრით ახერხებს.

0.128224