კალათბურთი

17:43 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” ტექნიკური წაგება ჩაეთვალა

თბილისის “ვითას”, რომელიც დღეს, ვთბ-ლიგის დასკვნით ტურში სარატოვის “ავტოდორთან” სათამაშოდ არ გამოცხადდა, ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა. ამ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქართულმა კლუბმა ვთბ-ლიგის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი გახლდათ, რომ შემადგენლობაში მინიმალური რაოდენობის მოთამაშეთა არყოლის და ფინანსური პრობლემების გამო, სარატოვში ჩასვლას ვერ ახერხებდა.

ვთბ-ლიგის დირექტორატმა თბილისელთა მიმართვა განიხილა და ტურნირის რეგლამენტის თანახმად, “ვითას” კალენდარულ მატჩზე გამოუცხადებლობისთვის 0:20 წაგება ჩაეთვალა. ამგვარად, ქართულმა კლუბმა ასპარეზობა 1 მოგებით და 29 მარცხით დაასრულა და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ვთბ-ლიგის მიღმა დარჩება.

0.121857