ჭიდაობა

16:06 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

30 აპრილს ბათუმში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონისა და სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს: რუსეთი, უკრაინა, გერმანია, უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ისრაელი, საფრანგეთი და მასპინძელი საქართველო.

ტურნირი მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) კალენდარშია შეტანალი და ოფიციალურად, საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული.

30 აპრილს 50-60-74-96 კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ, 1 მაისს კი 55-66-84-120 წონების წარმომადგენლები. შეჯიბრი ბათუმი “ბასკოს” სპორტის სასახლეში (ფიროსმანის 14) 11:00 საათზე დაიწყება.

ისიც ვთქვათ, რომ 17:30 საათიდან ფინალური შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის ტელევიზია შემოგვთავაზებს.

www.wrestling.ge

0.114707