ფეხბურთი

13:43 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღეს საქართველოს თასის ნახევარფინალებია

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართება.

ბოლნისის „სიონი“ მცხეთას ეწვევა და პირველლიგელ „ვიტ-ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. ყიფიანის თასზე ეს გუნდები ბოლოს 2014-2015 წლების თასის გათამაშების 1/8 ფინალში შეხვდნენ და ორრაუნდიანი დაპირისპირება "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა.

ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში თბილისის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლებს. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს უმაღლესი ლიგის 25-ე ტურში შეხვდნენ. ივანწმინდაში გამართული მატჩი საჩხერელი ფეხბურთელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.

ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები 5 მაისს გაიმართება, ფინალი კი, 18 მაისს შედგება.

ვიტ-ჯორჯია – სიონი

მცხეთა, "მცხეთა პარკი", 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, ბ. ნინუა (1 დამ.ასისტენტი), ჯ. ხორავა (2 დამ.ასისტენტი), დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო).

დისკვალიფიკაცია: გიორგი კალანდია (ვიტ-ჯორჯია).

დინამო თბ – ჩიხურა

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", 18:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), ლ. კვარაცხელია (2 დამ.ასისტენტი), გ. ყრუაშვილი (სათადარიგო).

სფფ-ს პრესსამსახური

0.113761