გერმანიის ჩემპიონმა მიუნხენის “ბაიერნმა” ძირითად მეკარე მანუელ ნოიერს ახალი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ვებგვერდი იუწყება. აღსანიშნავია, რომ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდის” ცნობით, ნოიერის გასამრჯელო სეზონში 15 მილიონი ევრო იქნება.
მანუელი მიუნხენურ გიგანტში 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს, ხოლო მანამდე სახელი გელზენკირხენის “შალკეში” წარმატებული თამაშით გაითქვა.