ფეხბურთი

16:17 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძემ 22 ფეხბურთელს უხმო

20 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე ერთჯერად ვარჯიშს ჩაატარებს. მსგავსი მეთოდი გეგუჩაძემ წინა თვეში დანერგა, როცა ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და გაცნობითი ხასიათის წვრთნა მოაწყო. „ბასაზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან 22 ფეხბურთელი მოიყრის თავს. გია გეგუჩაძის რჩეულთა შორის ტრავმების გამო არ იქნებიან ქობულეთის „შუქურას“ მცველი, ლევან გეგეჭკორი და „საბურთალოს“ თავდამსხმელი, გიორგი ფანცულაია. ხოლო „დინამოს“, „ჩიხურას“, „სიონის“ და „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები სათასო მატჩების გამო დააკლდებიან ნაკრებს.

22 ფეხბურთელის სია ასეთია:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ლუკა ნოზაძე (გურია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: გიგა სამხარაძე (დილა), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), თენგიზ წიქარიძე (დილა), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ილია კერძევაძე (შუქურა), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), ბექა მიქელთაძე (დინამო), დავით ჯიქია (სამტრედია).

სფფ-ს პრესსამსახური

0.129638