თურქეთის საკალათბურთო ლიგაში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” “ბეშიქთაშს” ესტუმრა და სტამბოლურ დერბიში 74:80 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 21:14 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა ამერიკელმა ლეგიონერმა ლუკ ჰერენგოდიმ 16 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, “ბეშიქთაშის” მხრიდან კი ბობი ბრაუნმა გაიბრწყინა, რომელმაც 28 ქულას 9 პასი წაამატა.
“დარუშაფაკა” 17 მოგებით და 9 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს. მარკოიშვილის კლუბი მომდევნო მატჩს 24 აპრილს, შინ, აუტსაიდერ “ტურკ ტელეკომთან” ჩაატარებს.