ინგლისის ჩემპიონატის 34-ე ტური დღეს გვიან ღამით დასრულდება. “ტოტენჰემი” გასვლაზე “სტოკს” დაუპირისირდება და გამარჯვების შემთხვევაში “ლესტერთან” სხვობას 5 ქულამდე შეამცირებს, რომელმაც შინ “ვესტ ჰემთან” დაკარგა ქულები...
უცნაური მსაჯობა
"ლესტერმა” 5-მატჩიანი მოგებათა სერია “ვესტ ჰემთან” შეწყვიტა, თუმცა ამაში დიდი წვლილი შეხვედრის მთავარ მსაჯს ჯონათან მოსს მიუძღვის, რომელმაც 56-ე წუთზე ჯეიმივარდი ძალიან საკამათო ვითრებაში გააგდო. ანჯელო ოგბონა ინგლისელ ფორვარდს აშკარად ხელით იჭერდა. შესაძლოა, ვარდიმ ცოტათი გააფორმა, მაგრამ მეორე გაფრთხილებას და გაძევებას ნამდვილად არ იმსახურებდა.
“ლესტერი” ამ მომენტისთვის იმავე ვარდის გოლით იგებდა და დიდი ხნის განმალობაში ანგარიშის შენარჩუნებასაც ახერხებდა, მაგრამ საქმეში კვლავ ჯონათან მოსი ჩაერია და ‘მელიების” კარის მიმართულებით ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც ენდრიუ ქეროლმა აქცია გოლად. ორ წუთში კრესველმა ჩინებული გოლი გაიტანა და მასპინძლები გამოუვალ მდგომარეობაში ჩანდნენ. 94-ე წუთზე ჯონათან მოსი თითქოს ნამუსხმა შეაწუხა და წინა პენალტზე კიდევ უფრო საეჭვო პენალტი შეასრულა, რომელიც ლეონარდო ულოამ აქცია გოლად – 2:2.
ჩვეულ ადგილას დაბრუნება
ლონდონის “არსენალმა” ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგა ქულები და თითქოს განაღებული მესამე ადგილი დაკარგა. მასპინძლები ალექსის სანჩესის გოლით იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის ბოლოს იენიკ ბოლასისგან გაუშვეს და მეტად საჭირო ქულები დაკარგეს. “მეთოფეებს” ჩემპიონობის შანსი აღარ დარჩათ და ‘მანჩესტერ სიტისთან” მე-3 ადგილისთვის მოუწევთ ჭიდაობდა.
აგუეროს ბენეფისი “სტემფორდ ბრიჯზე”
სერხიო აგუერომ “ჩელსის” წინააღმდეგ მატჩში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავის გუნდს მესამე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა. “ჩელსიმ” კი, გუს ჰიდინკის დანიშვნის შემდგომ ყველაზე უსახური შეხვედრა ჩაატარა.
“წითლების” 3 ქულა
“ლივერპულმა”, რომელმაც “ბორნმუთთან” მატჩამდე ურთულესი შეხვედრა გადაიტანა ევროპა ლიგაზე, დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა. “წითლებს” ძალიან ეტყობათ დანიელ სტარიჯის დაბრუნება, რომელთან ერთადაც მერსისაიდელთა შეტევა გაცილებით მძლავრი და სახიფათოა. ინგლისელმა ფორვარდმა პირველ ნახევარში ჯერ რობერტო ფირმინოს გაატანინა, ხოლო მალევე თავად დალაშქრა არტურ ბორუცის კარი. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა 93-ე წუთზე მოახერხეს – 1:2.
“ლივერპულმა” 51 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილოსან “იუნაიტედს” 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ბენიტესის პირველი გამარჯვება
რაფაელ ბენიტესმა “ნიუკასლის” მწვრთნელის რანგში მეხუთე ცდიდან იმარჯვა. “ჯორდებმა” შინ “სუონსი” გაანადგურეს (3:0), უმნიშვნელოვანესი 3 ქულა აიღეს და მე-17 ადგილოსან “ნორვიჩს” 3 ქულითღა ჩამორჩებიან, რომელზეც 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
ისევ რეშფორდი
“მანჩესტერ იუნაიტედი” შინ მაჩანჩალა “ასტონ ვილას” დაუხვდა და ერთ ბურთზე მეტის გატანა ვერ შეძლო. ეს გოლი კი, როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება თინეიჯერმა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა შეაგდო, რომლისთვისაც მეოთხე გოლია პრემიერლიგაში.
“წითელი ეშმაკები” მე-5 ადგილზე არიან და “არსენალსა” და “სიტი” 4-4 ქულით ჩამორჩებიან.
სხვა მატჩები
“ევერტონისა” და “საუთჰემპტონის” დაპირისპირება “გუდისონ პარკზე” ფრედ დასრულდა. მასპინძლები რამირო ფუნეს მორის გოლით იგებდნენ, თუმცა სადიო მანემ “კანფეტებს” გამარჯვება არ დაანება.
“უოტფორდი”“ჰაუტორნსზე” “ვესტ ბრომვიჩს” ეწვია და უოტსონის გოლით იმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, საიდო ბერაჰინომ ორი პენალტი ვერ გაიტანა. მას ორივე შემთხვევაში ვეტერანმა კიპერმა ეურელიო გომეშმა აჯობა.
“კეროუ როუდზე” გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბები “ნორვიჩი” და “სანდერლენდი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სტუმრებმა 3 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.
შეწყვეტილი სერიები
“ლესტერმა” 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. აღნიშნულ მატჩებში “მელიები” გოლსაც არ უშვებდნენ, ხოლო “ვესტ ჰემთან” ორი ბურთი გაუშვეს.
“უოტფორდმა” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
“სანდერლენდმა” ასევე 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
“ნიუკასლმა” 7-მატჩიანი მოუგებელ სერიას “სუონსისთან” დამაჯერებელი მოგებით მოუღო ბოლო.
მიმდინარე სერიები
“ვესტ ჰემი” მეოთხე მატჩია ფრეს თამაშობს.
“სიტიმ” ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო.
“კრისტალ პალასი” ოთხი მატჩია არ აგებს.
“ასტონ ვილამ” ზედიზედ მეცხრედ წააგო.
“არსენალი” ხუთი მატჩია არ აგებს.
“ევერტონმა” ზედიზედ მესამე ფრე გააგორა, ხოლო 6 მატჩია არ მოუგია.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე ზედიზედ მესამედ 1:0 იმარჯვა. “წითელმა ეშმაკებმა” ბოლოს შინ 23 იანვარს წააგეს. მას შემდეგ საკუთარ კედლებში გამართულ ხუთივე მატჩში მოიგეს.
საინტერესო ფაქტები
ეურელიო გომეშმა საიდო ბერაჰინოს ორი პენალტი აუღო.
სერხიო აგუერომ ჰეთ-თრიკი შეასრულა, 21 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მასზე წინ მყოფ ჯეიმი ვარდისა და ჰარი კეინს ერთი ბურთითღა ჩამორჩება.
ტიბო კურტუამ მიმდინარე პრემიერლიგაში მეორე წითელი ბარათი მიიღო.
ენდრიუ კეროლმა უკანასკნელ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
33 წლის ჯერმეინ დეფოს მიმდინარე გათამაშებაში 13 გატანილი გოლი დაუგროვდა.
დანიელ სტარიჯი ოთხი მატჩია მინდორს დაუბრუნდა და ამ შეხვედრებში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
“ლივერპულმა” პრემიერლიგის ეგიდით გასვლაზე 50-ე სხვადასხვა სტადიონზე იმარჯვა, რაც რეკორდია.
ნორვიჩი – სანდერლენდი 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ბორინი (41 პენ.), 0:2 დეფო (53), 0:3 უოტმორი (91)
ნიუკასლი – სუონსი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ლასკელესი (40), 2:0 სისოკო (82), 3:0 თაუნსენდი (89)
არსენალი – კრისტალ პალასი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სანჩესი (45+1), 1:1 ბოლასი (81)
ლესტერი – ვესტ ჰემი 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 ვარდი (18), 1:1 კეროლი (84), 1;2 კრესველი (86), 2:2@ულოა (95 პენ.)
გაძევება: ვარდი (56)
ჩელსი – მანჩესტერ სიტი 0:3 (0:1)
გოლები: აგუერო (33;54;80 პენ.)
გაძევება: კურტუა (78)
ევერტონი – საუთჰემპტონი 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 მორი (68), 1:1 მანე (76)
მანჩესტერ იუნაიტედი – ასტონ ვილა 1:0 (1:0)
გოლი: რეშფორდი (32)
ვესტ ბრომვიჩი – უოტფორდი 0:1 (0:1)
გოლი: უოტსონი (27)
ბერაჰინომ 67-ე და 87-ე წუთზე პენალტები ვერ გამოიყენა (მეკარე)