ფეხბურთი

10:00 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მსოფლიო სპორტმა” 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ჯაბა კანკავას ძმას გადასცა

“მსოფლიო სპორტმა” ჯაბა კანკავასთვის განკუთვნილი პრიზი მის ძმას, ლევან კანკავას გადასცა. როგორც იცით, ჯაბა 2015 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დავასახელეთ და ფეხბურთელის საფრანგეთში ყოფნის გამო, პირადად მისთვის გადაცემა ვერ მოხერხდა.

ლევან კანკავა რედაქციაში გვესტუმრა და საზეიმო ვითარებაშიც გადავეცით თასი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჯაბას ბავშვობაზე, მის საფეხბურთო და პიროვნულ ღირსებებზე, გერმანიასთან გატანილ გოლზე, კიევის დინამოელი ოლეგ გუსევის გადარჩენაზე, ეროვნული ნაკრების მდგომარეობაზე და ასე შემდეგ.

ლევანი ჯაბაზე ერთი წლით უფროსია. თავიდან ისიც ჯაბასთან ერთად დადიოდა ფეხბურთზე, ერთ გუნდში იყვნენ და სხვათაშორის, ლევან კანკავა იყო კაპიტანი. მერე კი ვეღარ გააგრძელა კარიერა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მართლაც კარგი კაპიტანი ჰყავს. კაპიტანი თამაშით და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით. ჯაბა კანკავაზე ეს პრიზი ნამდვილად ალალია.

0.172294