ფეხბურთი

14:09 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაცია ორმატჩიანია, მე 6 შეხვედრა მსურს"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "ვესტ ჰემთან გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ გასვლაა.

"ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მომწონს. კვალიფიკაცია - ეს ჯერ კიდევ არაა ჩემპიონთა ლიგა. ორმატჩიანია, აი მე კი 6 შეხვედრა მსურს. აქამდე რასაც მივაღწიეთ ეს არაფერია, ჩვენ ბრძოლას განვაგრძობთ." - ციტირებს BBC იტალიელის სიტყვებს.

"მელიებს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა უკვე განაღდებული აქვთ. 17 აპრილს "ლესტერი" შინ "ვესტ ჰემს" მიიღებს და მოგების შემთხვევაში ჩემპიონობისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

0.111106