ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი თეო უოლკოტი ლონდონის "არსენალიდან" წასვლას შეეცდება. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
27 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის და შესაძლოა ამის გამო როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანოს.
2015/16 წლების სეზონში თეომ 38 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 53 წუთს ატარებს. ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. შემტევის სატრანსფერო ღირებულება თებერვლის მონაცემებით კვლავ 25 მილიონ ევროს შეადგენს.