ფეხბურთი

18:02 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" ლიდერს სძლია, "სიონმა" ბათუმელებს მოუგო

დასრულდა უმაღლესი ლიგის 25-ე ტურის ორი მატჩი. ივანწმინდაში "ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. 88-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანა გადამწყვეტი ბურთი და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა ზემოიმერლებს. დინამოელებს ამ სეზონში მხოლოდ ორი მარცხი ჰქონდათ (ორივე "დილასგან") და დღეს მესამედ წააგეს.

ეს გუნდები 20 აპრილსა და 5 მაისს კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, ოღონდ თასის ნახევარფინალში. ჯერ თბილისში, მერე კი ივანწმინდაში.

ბოლნისის "სიონმაც" მოიგო: არმაზ ჯელაძის გაწვრთნილებმა ლევან ხომერიკის ბათუმის "დინამოს" 1:0 სძლიეს. ერთადერთი გოლი 20 წლის ოთარ კობახიძემ გაიტანა, რომელიც საკმაოდ შედეგიანია და მეორე წრის ერთ-ერთი აღმოჩენა გახლავთ. კობახიძემ ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო.

0.211378