კალათბურთი

16:39 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიბამ ევრობასკეტ 2017-დან 14 ქვეყნის ნაკრები მოკვეთა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის 2017 წლის ჩემპიონატიდან 14 ქვეყნის ეროვნული ნაკრების მოკვეთის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და შეტყობინება ფედერაციებში უკვე გადაგზავნა.

ფიბას გადაწყვეტილებით დისკვალიფიცირებულები არიან: ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, საბერძნეთი, იტალია, ისრაელი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია, ჩერნოგორია.

აღნიშნული ფედერაციების დასჯის მიზეზი ამ ქვეყნების კლუბების მიერ ევროლიგასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება გახდა. როგორც ცნობილია, ფიბამ ევროლიგასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და კლუბებს ჩემპიონთა ლიგაში ჩართვა შესთავაზა.

ფიბა ფედერაციებისგან 20 აპრილამდე ელის დასაბუთებას, რომ ცნობა მათი მხრიდან ევროლიგის მხარდაჭერის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

0.133379