ფეხბურთი

11:15 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლის” დაუბრუნდა

იტალიურ “ემპოლის” ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე დაუბრუნდა. ინტერნეტპორტალ iltirreno.gelocal.it-ის ცნობით, 25 წლის ქართველმა ვარჯიში განაახლა და თავის გუნდს სერია A-ს დამდეგ ტურში რომის “ლაციოსთან” დაეხმარება. აღნიშნული შეხვედრა კვირას გაიმართება.

მოგეხსენებათ, მჭედლიძემ ტრავმა საქართველოს ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო, რის გამოც გარკეული პერიოდი გაუცდა, გასულ უიქ-ენდზე სათადარიგო სკამზეც იყო “ფიორენტინასთან” მატჩში, მაგრამ მერე, სამშაბათს, ვარჯიშზე ისევ შეუძლოდ იგრძნო თავი. როგორც ჩანს, საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა და სეზონის ფინიშზე ქართველი შემტევი მოედანზე გასვლას მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლევანს მიმდინარე სეზონის უმეტესი ნაწილი კუნთის ტრავმის გამო ისედაც გაუცდა, როცა სექტემბერში ირლანდიასთან მატჩისას დაშავდა და ტრავმა მხოლოდ 5 თვის შემდეგ მოიშუშა.

0.124583