ფეხბურთი

11:25 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინს სასჯელი შეუმსუბუქეს

იტალიური “ნაპოლის” არგენტინელ თავდამსხმელ გონსალო იგუაინს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია სამამდე შეუმცირეს. ამის შესახებ ლეგა კალჩოს ვებგვერდი იუწყება. შესაბამისად, იგუაინი თავის გუნდს “რომასთან” უპრინციპულეს შეხვედრაში დაეხმარება. აღსნიშნავია, რომ ნეაპოლელებმა სარჩელი სწორედ ამ მიზეზით შეიტანეს – სურდათ მათ ლიდერს “ჯალოროსის” წინააღმდეგ ეთამაშა.

შეგახსენებთ, იგუაინი “უდინეზესთან” მატჩში გაააძევეს და მერე მსაჯის შეურაცხყოფის გამო მკაცრადაც დასაჯეს. გონსალომ ერთი თამაში უკვე გამოტოვა და ახლა “ნაპოლის” მის გარეშე ფონს გასვლა კიდევ ორ შეხვედრაში მოუწევს.

0.139713