ჩოგბურთი

0:40 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანიძე ნახევარფინალსა და ფინალში

14 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა შანიძე თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს.

ერთეულთა შეჯიბრში შანიძემ კვალიფიკაციიდან დაიწყო და უკვე ნახევარფინალურ ეტაპს უწია. ანამ გერმანელი დანა კრემერი 7:6 (7:3), 3:6, 6:1 დაამარცხა, ფინალის საგზურისთვის კი “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ტინა ტერანის გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა პირველი რეიტინგის მქონე ომანელ ფატმა ალ ნაბჰანის 6:4, 1:6, 7:5 მოუგო.

მე-2 ნახევარფინალში მე-2 ნომრად განთესილი ბულგარელი ვიკტორია ტომოვა მე-7 რეიტინგის მქონე ბელარუს ირინა შიმანოვოჩს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში შანიძემ და რუსმა ანასტასია გასანოვამ პირველი რეიტინგის მქონე ალ ნაბჰანის და ავსტრალიელ მიერსს 3:6, 7:6 (7:2), 10:7 მოუგეს და გადამწყვეტ შეხვედრაში მე-2 განთესვით მოასპარეზე ბრიტანულ დუეტს (არბუტნოტი-დარტი) დაუპირისპირდებიან.

თეგებიანა შანიძე
0.147915