გერმანიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. 31 წლის ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს. აღნიშნული ინფორმაცია ლუის ვან გაალმა დაადასტურა.
"ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ბასტიანი თამაშს ვერ შეძლებს. იგი შემდეგი სათამაშო წლისთვის მოემზადება. შეიძლება შვაინშტაიგერი ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იყოს, მაგრამ ზუსტად ვერ ვივარაუდებ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
მიმდინარე სეზონში შვაინშტაიგერმა 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.