უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩებიდან საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი დონეცკის "შახტარს" ჰყავს. უკრაინელებისგან კოვალენკო, სრნა და ორდეცი აღიარეს.
სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: იაგო ერერინი ("ბილბაო")
მცველები: დარიო სრნა, ივან ორდეცი (ორივე "შახტარი"), ტიმოტე კოლოძეიჩაკი ("სევილია")
ნახევარმცველები: მარკო როისი ("დორტმუნდი"), ვიქტორ კოვალენკო ("შახტარი"), ჯეიმს მილნერი, ფილიპე კოუტინიო (ორივე "ლივერპული"), სამუელ კასტილიეხო ("ვილიარეალი")
თავდამსხმელი: კევინ გამეირო ("სევილია"), სედრიკ ბაკამბუ ("ვილიარეალი")