პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
როგორც უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, პორტუგალიელმა მხარდამჭერთა 74% მიიღო. კრიშტიანუმ "ვოლფსბურგთან" მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და მისი გოლების წყალობით, "რეალი" ნახევარფინალში გავიდა. რონალდუ მიმდინარე სეზონში საუკეთესოდ მეექვსედ აღიარეს.
გამოკითხვაში მეორე და მესამე ადგილები "ბაიერნის" და "ატლეტიკოს" მოთამაშეებმა არტურო ვიდალმა (10%) და ანტუან გრიზმანმა (10%) გაინაწილეს. მეოთხე პოზიცია "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს კევინ დე ბრუინს ერგო.