ფეხბურთი

20:21 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “რეალისთვის” ლიგის მოგება უცხო არაა”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, რომ მის გუნდს “რეალთან” თამაშის წინ დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში, თავისთავად უდიდესი მოტივაციაა.

“რთული წილისწყრა გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალში ადვილ მეტოქეს არც ველოდი. დამატებითი მოტივაცია ასეთი მატჩისთვის არ გჭირდება. ნახევარფინალურ თამაშებს ყოველთვის წარმოუდგენელი მოტივაცია ახლავს. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გუნდები თამაშობენ და ეს არამარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც დამატებით ენთუზიაზმია.

ამ ტურნირის მოგება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ “რეალისთვის” ეს კარგა ხანია პრობლემას არ წარმოადგენს. ესპანელები ნახევარფინალშიც არიან და ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვთ”, - თქვა პელეგრინიმ.

აღსანიშნავია, რომ მეტოქისგან განსხვავებით, “სიტის” აღნიშნულ ეტაპზე თამაშის გამოცდილება საერთოდ არ გააჩნია, რადგან ნახევარფინალში პირველადაა. იგივეს ვერ ვიტყვით პელეგრინიზე, რომელსაც იგივე ეტაპზე 2005-2006 წლების სეზონში “ვილიარეალთან” ერთად მოუწია თამაში და მაშინ “ყვითელი სუმბარინა” ლონდონის “არსენალთან” დამარცხდა (0:1, 0:0). ალბათ, ბევრს ეხსომება, ხუან რომან რიკელმეს ვერგატანილი თერთმეტრიანი საპასუხო შეხვედრაში, რამაც “მეთოფეები” ფინალში გაიყვანა.

0.116723