ფეხბურთი

18:47 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” და “ბაიერნი” 42 წლის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები უკვე ცნობილია და ერთ-ერთ წყვილში ურთიერთობას მადრიდის “ატლეტიკო” და მიუნხენის “ბაიერნი” გაარკვევენ. რაც უნდა უცნაური იყოს, ეს გუნდები ერთმანეთს 42 წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან.

შორეულ 1974 წელს კი მათი გზები ჩემპიონთა თასის ფინალში გადაიკვეთა და მაშინდელმა მატჩმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ფრე – 1:1. აღსანიშნავია, რომ “ატლეტიკო” თასის მოგებასთან ერთ ნაბიჯში გახლდათ, მაგრამ დამატებით დროის ბოლო, 120-ე წუთზე გეორგ შვარცბენკმა წონასწორობა აღადგინა.

ვინაიდან იმ დროს თერთმეტრიანების სერია ჩემპიონთა თასზე არ ინიშნებოდა, საჭირო გახდა მეორე შეხვედრის გამართვა, რომელშიც მიუნხენური გიგანტი დიდ უპირატესობას ფლობდა და ადვილადაც მოიგო – 4:0. შესაბამისად, “ბაიერნმა” ევროპის საუკეთესო გუნდის სახელი პირველად მოიპოვა.

მცირე რამ სტატისტიკით:

“ატლეტიკოს” გერმანულ გუნდებთან ბოლო ხუთი საშინაო მატჩია არ წაუგია: 4 მოგება, 1 ფრე. ხოლო ბოლო დაპირისპირებებიდან ალემანურ კლუბებთან ერთადერთხელ წააგო. მთლიანობაში კი ასეთი მაჩვენებლი აქვს: 34 თამაში, 16 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება, 48 გატანილი და 39 გაშვებული გოლი.

“ბაიერნს” ესპანეთში ბოლო ორი ნახევარფინალი წაგებული აქვს. 2013-2014 წლების სეზონში “რეალთან” – 0:1 (ორი მატჩის ჯამში 0:5) და შარშან “ბარსელონასთან” - 0:3 (ორი მატჩის ჯამში – 3:5).

“რეკორდმაისტერს” ესპანეთში ჩატარებული ბოლო 12 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ჯერ მოუგია, ხოლო რვაჯერ წააგო. მთლიანი სტატისტიკა ასეთია: 49 თამაში, 23 მოგება, 12 ფრე, 14 წაგება, 77 გატანილი და 65 გაშვებული გოლი.

“ატლეტიკოს” ოთხი ნახევარფინალიდან ორი მოგებული აქვს, ხოლო ამდენჯერვე დამარცხდა. რაც შეეხება “ბაიერნს”, 10-ჯერ ფინალში გავიდა, 7 შეთხვევაში კი ფინალს მიღმა დარჩა.

0.128564