ჭიდაობა

16:06 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შმაგი ბოლქვაძე - ბერძენ-რომაელთა პირველი ლიცენზიანტი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიო 2016-ის პირველი ლიცენზია მოიპოვა - 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი სერბეთის ქალაქ ზრენიანინში დღეს დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, ფინალში გასვლით შეასრულა.

დილის პროგრამაში ბოლქვაძემ ნორვეგიელი თომესენი (6:0), ბულგარელი ივანოვიჩი (9:0) და პოლონელი კარეჩინსკი (5:0) დაამარცხა. ფინალში კი უნგრელ ტამას ლორინცს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე, სერბულ ხალიჩაზე კიდევ ორი ქართველი გავიდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან სალიცენზიო ბრძოლაში რევაზ ლაშხიც (59 კგ) ჩაება, მაგრამ ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილს (65 კგ) კი ოლიმპიურ ნორვატივამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა - ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა.

0.123955