საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ავთო ასათიანის გუნდმა გერმანიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპი 5 აპრილს დაიწყო, 15 აპრილს კი მედიისთვის ღია ვარჯიშს ჩაატარებს.
პარასკევს, 17:45 სთ-ზე, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ახალ სპორტის სასახლეში ივარჯიშებს. საწვრთნელ პროცესზე მედიის დასწრება თავისუფალია. ვარჯიშის შემდეგ მედიის წარმომადგენლები შეხვედრების გასაშუქებლად საჭირო აკრედიტაციებს მიღებენ.
საქართველო-გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა პირველი მატჩი 16 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი 17 აპრილს, ასევე 18:00 საათზე აიღებს სტარტს. შეხვედრებს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. მატჩებზე დასწრება თავისუფალია
სფფ-ს პრესსამსახური