ჩოგბურთი

0:15 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანიძე მეოთხედფინალშია

14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა შანიძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მორიგი მატჩი მოიგო.

შანიძემ მის მსგავსად კვალიფიკაციიდან გამოსულ შვეიცარიელ დანიელა ვუკოვიჩს 6:0, 6:1 სძლია და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც გერმანელ დანა კრემერს სძლია.

საინტერესოა, ამ უკანასკნელმა სტარტი ასევე კვალიფიკაციიდან დაიწყო, ძირითად ბადეში კი თანამემამულე ალინა ვესელს (6:3, 6:4) და მე-5 ნომრად განთესილ სლოვაკ ნატალია ვაიდოვას (6:2, 6:4) მოუგო.

შეგახსენებთ, რომ წყვილთა ტურნირში შანიძე და რუსი ანასტასია გასანოვა ნახევარფინალში არიან გასულნი, სადაც პირველი განთესვის მქონე ომანელ ალ ნაბჰანის და ავსტრალიელ მიერსს ეთამაშებიან.

თურქეთშივე, სტამბოლის 50-ათასიან ტურნირს გამოეთიშა სოფო შაფათავა. ქართველი ჩოგბურთელი წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან იყო შეამხანაგებული. ამ დუეტმა მეოთხედფინალში უზბეკურ-ჩეხურ წყვილთან (აბდურაიმოვა-სტეფკოვა) 6:7 (5:7), 2:6 წააგო.

თეგებიანა შანიძე
0.132901