2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ჯგუფები ცნობილია. როგორც ოლიმპიადის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მასპინძელი ბრაზილიის გუნდი A ჯგუფში სამხრეთ აფერიკასთან, ერაყთან და დანიასთან მოხვდა.
ბრაზილიელებს ოლიმპიადა ჯერჯერობით არ აქვთ მოგებული და სანუკვარი ჯილდოს მოგებას შინაურ კედლებში შეეცდებიან. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ბრაზილია ფინალში მექსიკასთან 1:2 დამარცხდა.
ქალთა შორის ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ზელანდიას, საფრანგეთს და კოლუმბიას დაუპირისპირდებიან. ამერიკელებმა შეიძლება ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ, რადგან სახელფასო დისკრიმინაციას აპროტესტებენ და გასამრჯელოს გაზრდას ითხოვენ.
მამაკაცები
ჯგუფი A: ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ერაყი, დანია
ჯგუფი B: შვედეთი, კოლუმბია, ნიგერია, იაპონია
ჯგუფი ჩ: ფიჯი, სამხრეთ კორეა, მექსიკა, გერმანია
ჯგუფი D: ჰონდურასი, ალჟირი, პორტუგალია, არგენტინა
ქალები
ჯგუფი E: ბრაზილია, ჩინეთი შვედეთი, სამხრეთ აფრიკა
ჯგუფი F: კანადა, ავსტრალია, ზიმბაბვე, გერმანია
ჯგუფი G: აშშ, ახალი ზელანდია, საფრანგეთი, კოლუმბია