ფეხბურთი

22:57 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემი" ოლიმპიური სტადიონის იჯარაში 2.5 მილიონს გადაიხდის

"ვესტ ჰემი" ლონდონის ოლიმპიური სტადიონის დაქირავებაში წელიწადში 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. როგორც BBC იუწყება, თავდაპირველად არენის მფლობელი კომპანია ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებდა, თუმცა საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით საზოგადოებამ შეთანხმების დეტალები გაიგო.

"ჩაქუჩებმა" სტადიონი 99 წლიანი იჯარით აიღეს. თავდაპირველად "ვესტ ჰემი" 4 მილიონს გადაიხდის. იმ შემთხვევაში თუ ლონდონელები ჩემპიონშიფში დაქვეითდებიან სტადიონის იჯარა განახევრდება. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის კომპანია კლუბისგან დამატებით 1 მილიონ მიიღებს, ხოლო ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის - 250 000-ს.

თუ გუნდი ასოციაციის თასს აღმართავს ან ევროპა ლიგაზე იმარჯვებს, 100 000-ის გაღება მოუწევს. პრემიერლიგის ტოპ5-ში მოხვედრის შემთხვევაში ლონდონელები დამატებით 375 000 გირვანქას გადაიხდიან.

თეგები\"ვესტ ჰემი\"
0.121882