დიდი ალბათობით, ზაურ სვანაძე მომდევნო სეზონშიც ბაქოს “ინტერის” მწვრთნელი იქნება. როგორც გაირკვა, კლუბის პრეზიდენტი რაშად გასიმოვი თანახმაა სხვანაძესთან კონტრაქტის გაგრძელებაზე. თუმცა ამოცანებიც დაუსახეს: მესამე ადგილი და თასის ფინალში გასვლა.
“ინტერი” ამჟამად მესამე ადგილზეა ჩემპიონატში და უახლოეს მდევარს 3 ქულით უსწრებს. ამასთან, გუნდი თასის ნახევარფინალშია გასული.
აზერბაიჯანული პრესის ცნობით, სვანაძეს გაუმჯობესებული პირობებით გაუფორმებენ ახალ ხელშეკრულებას და ასევე, სრულ ნდობას გამოუცხადებენ სასელექციო სამუშაოზე. “ინტერს” ამჟამად 5 ქართველი თამაშობს: გიორგი ლომაია, ლაშა კასრაძე, ლაშა სალუქვაძე, ნიკა კვეკვესკირი და ზურაბ ხიზანიშვილი.