ფეხბურთი

17:42 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის გუნდი

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების მიხედვით სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე მადრიდის “ატლეტიკოდან” მოხვდა, რომელმაც გუშინ საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” დაამარცხა (2:0) და 1/2 ფინალში გავიდა.

“რეალიდან” და “მანჩესტერ სიტიდან” სამ-სამი მოთამაშეა სიმბოლურში, ხოლო “ბაიერნიდან” – ერთი.

კვირის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო გოდინი, ფელიპე ლუისი (ორივე “ატლეტიკო”), დანიელ კარვახალი (“რეალი”);
ნახევარმცველები: არტურო ვიდალი (“ბაიერნი”), ნიგესი ("ატლეტიკო"), კასემირო (“რეალი”), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”).

0.125462