ფეხბურთი

16:49 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორლანი: “ტორესი “ატლეტიკოში” უნდა დარჩეს”

“პენიაროლის” ვეტერანმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ ფერნანდო ტორესი მადრიდის “ატლეტიკოში” უნდა დარჩეს.

როგორც იცით, ურუგვაელი ფორვარდი “ატლეტიკოს” ღირსებას 2007-2011 წლებში იცავდა და 196 მატჩში 96 გოლი აქვს გატანილი.

მისი თქმით, ტორესი ძველებურად შედეგიანი ვეღარაა, თუმცა საჭირო გოლების გატანა მაინც შეუძლია.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ტორესი “ატლეტიკოში” დარჩება. ფერნანდო დიდი ფეხბურთელია, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი გოლი ვეღარ გააქვს, რამდენსაც ადრე იტანდა.

ის მაინც უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, რომელსაც ბევრი სარგებლის მოტანა და კლუბისთვის გადამწყვეტი გოლების გატანა შეუძლია”, - განაცხადა 36 წლის ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ტორესმა მიმდინარე ლა ლიგაში 24 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

0.112614