“ლესტერი”, რომელიც ინგლისის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა და ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ოფიციალურად მოიპოვა, ნელ-ნელა გაძლიერებაზე ფიქრს იწყებს.
გამოცემა El Desmarque იუწყება, რომ “მელიები” “ხიხონის” ცენტრალური მცველით ლუის ერნანდესით ინტერესდებიან.
26 წლის ფეხბურთელი ასტურიელთა დაცვის საკვანძო მოთამაშეა. ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ახალი კლუბი უფასოდ დაიმატებს.
ლუისმა მიმდინარე ლა ლიგაში 30 შეხვედრა ჩაატარა.