ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, პლეი-ოფში გასული ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა. ტრადიციულად, ჩემპიონობისთვის ბრძოლას კონფერენციების საუკეთესო 8-8 გუნდი გააგრძელებს, უახლოესი სერიები კი სტარტს 16 აპრილს აიღებს.
აღმოსავლეთ კონფერენცია
კლივლენდი (1) – დეტროიტი (8)
სერია დაიწყება 17 აპრილს
ტორონტო (2) – ინდიანა (7)
სერია დაიწყება 16 აპრილს
მაიამი (3) – შარლოტი (6)
სერია დაიწყება 17 აპრილს
ატლანტა (4) – ბოსტონი (5)
სერია დაიწყება 16 აპრილს
დასავლეთ კონფერენცია
გოლდენ სტეიტი (1) – ჰიუსტონი (8)
სერია დაიწყება 16 აპრილს
სან ანტონიო (2) – მემფისი (7)
სერია დაიწყება 17 აპრილს
ოკლაჰომა სიტი (3) – დალასი (6)
სერია დაიწყება 16 აპრილს
კლიპერსი (4) – პორტლენდი (5)
სერია დაიწყება 17 აპრილს
სერიები ოთხ მოგებამდე გაგრძელდება, მოედნის უპირატესობა კი პირველად დასახელებულ გუნდებს ექნებათ. პლეი-ოფის პირველი რაუნდი მაქსიმუმ 1 მაისს დასრულდება.