მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა თავისი გუნდის თამაშით გაოგნებული გახლდათ. როგორც ლისაბონის “ბენფიკასთან” (2:2) მატჩის შემდეგ კატალონელმა სპეციალისტმა თქვა, “ბაიერნის” მსგავსი სტაბილური გუნდი არ არსებობს.
“იცვლებიან მწვრთნელები, იცვლება გუნდი, მაგრამ “ბაიერნი” ყოველთვის “ბაიერნია”. ამ გუნდის სტაბილურობა წარმოუდგენელია. “რეკორდმაისტერს” უდიდესი მენტალიტეტი აქვს. ყოველთვის რთულია, როდესაც ლევანდოვსკი არ თამაშობს, მაგრამ მე ამით ერთი ნახევარმცველი დავამატე.
ახლა ნახევარფინალში ვართ ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის. გვინდა, რომ ყველა ტურნირზე მაქსიმუმს მივაღწიოთ. თებერვლიდან მოყოლებული ცენტრალური მცველის გარეშე ვთამაშობთ და დღეს ხავი მარტინესი დაგვიბრუნდა 5 თვის შემდეგ”, - თქვა გვარდიოლამ.
“ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. წინა ოთხი შემთხვევიდან მიუნხენელებმა ტურნირის მოგება ერთხელ, 2013 წელს მოახერხეს.