ჩემპიონთა ლიგა 1991 წელს დაარსდა და უკვე 24 გათამაშებაა, რაც მის მოგებას მიჯრით ერთი და იგივე გუნდი ვერ ახერხებს. ასე იქნება წელსაც, რადგან მოქმდი ჩემპიონი “ბარსელონა” ლიგას უკვე დაემშვიდობა. ყველაზე ახლოს ამ ტრადიციის დარღვევასთან 1995 წელს ჯერ “მილანი” გახლდათ, როცა 1994 წელს, “ბარსელონას” (4:0) ფინალი მოუგო და ერთი წლის თავზე ასევე ფინალში “აიაქსთან” (0:1) წააგო.
ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ტურინის “იუვენტუსმა” 1996 და 1997 წლებში – “ბებერმა ქალბატონმა” პირველ ცდაზე “აიაქსს” პენალტების სერიაში მოუგო სანუკვარი თასი, ხოლო შემდეგ დორტმუნდის “ბორუსიასთან” წააგო (1:3).
რაც შეეხება ჩემპიონთა თასს, იგი ზედიზედ ხუთჯერ მადრიდის “რეალს”, სამჯერ “აიაქსსა” და “ბაიერნს”, ორ-ორჯერ კი “მილანს”, “ინტერს” “ნოტინგემ ფორესტსა” და “ლივერპულს” მოუგიათ. სხვათა შორის, ბოლოს მიჯრით მოგება 1989 და 1990 წლებში არიგო საკის “მილანმა” მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის შექმნამდე ერთი წლით ადრე.