ფეხბურთი

12:34 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენზემას ევროპის ჩემპიონატზე წითელი შუქი აუნთეს

გადაწყდა – ქარიმ ბენზემა დამდეგ ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ამის შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია გაუწყებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ქარიმ ბენზემა ნაკრებში არ იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამთან შეთანხმების საფუძველზე მიღო. ჩვენ გვქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო. დეშამი დაგვეთანხა, რომ ფეხბურთელების შერჩევა ხდება არამხოლოდ სპორტული, არამედ ცხოვრებისეული კრიტერიუმებით. შედეგად, გადავწყვიტეთ, რომ ბენზემა ევრო 2016-ვერ ითამაშებს”, - წერს “მამლების” ვეგბვერდი.

თავის მხრივ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მცირე კომენტარი მადრიდის “რეალის” ფორვარდმაც გააკეთა:

“ჩემთვის და ყველას სამწუხაროდ, არ ვიქნები ეროვნულ ნაკრებში, ჩვენს ევროპის ჩემპიონატზე, საფრანგეთში”, - თქვა მან.

შეგახსენებთ, ბენზემა ნაკრებიდან ჯერ კდიევ გასულ წელს მატიე ვალბუენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მოკვეთეს და მას შემდგომ გადაწყვეტილი არ იყო, ითამაშებდა თუ არა იგი სამშობლოში გასამართ ევროფორუმზე.

0.114892