მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა, რომელსაც ტიტულის დაცვა სერგეი კარიაკინთან მოუწევს, აღნიშნა, რომ რუს მოჭადრაკესთან დაპირისპირების არ ეშინია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირზე კარიაკინს სხვებზე მტკიცე ნერვები აღმოაჩნდა და ძირითადად, ამის ხარჯზე შეძლო გამარჯვების მოპოვება. "კარიაკინის არ მეშინია, უფრო რთული ფაბიანო კარუანასთან ან ლევონ არონიანთან შეხვედრა იქნებოდა. მე და კარიაკინი 12-13 წლისანი ვიქნებოდით, როდესაც ერთმანეთს პირველად შევხვდით. პირად შეხვედრებში უპირატესობა ჩემს მხარესაა. ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც მე ვფლობ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტიტულის შენარჩუნება არ უნდა გამიჭირდეს“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა.