ჩოგბურთი

19:38 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი

“მონტე-კარლოს” მასტერსის 1/16-ფინალში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 55-ე ნომერთან, ჩეხ ირჟი ვესელისთან მოულოდნელად 4:6, 6:2, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ვესელმა ერთი ბრეიკით იმარჯვა, მეორე პარტიაში ნოლემ იოლად იმარჯვა, გადამწყვეტ მესამე სეტში ჩეხი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც თავის ჩაწოდებაზე ყურადღებით და აკურატულად თამაშობდა და კარიერაში ნოვაკი პირველად დაამარცხა.

1/8-ფინალში ვესელი ლორენცო-მონფილსის გამარჯვებულს შეხვდება.

ჯოკოვიჩს ამ მატჩამდე ზედიზედ 14 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

0.116869