“მონტე-კარლოს” 8-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ტურნირის 1/16-ფინალში ბრიტანელი ბედენე 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.
რაფამ 7-დან 5 ბრეიკი შეასრულა, 2 ეისი ჩააწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა.
1/8-ფინალში ნადალი ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება.
“მონტე-კარლოს” მასტერსის საპრიზო ფონდი 3 748 925 დოლარს შეადგენს.