ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მერვედფინალში გამოეთიშა.
მე-2 ნომრად განთესილმა მეტრეველმა პირველ რაუნდში რუსი დენის მაცუკევიჩი 6:0, 6:4 დაამარცხა, მე-2 წრეში კი “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკ ხუმოიუნ სულტონოვთან 6:3, 1:6, 4:6 წააგო.
წინასწარი განაცხადის თანახმად, ალექსანდრე მომავალ კვირაშიც შუა აზიაში რჩება და ამჯერად, ყაზახეთში, შიმკენტის 25-ათასიან ტურნირზე ითამაშებს. სავარაუდოა, რომ იქვე გაირჯება გიორგი ცივაძეც.