გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
“სან ანტონიომ” შინ “ოკლაჰომა” 102:98 დაამარცხა. ძირითადი დროის ბოლო წამზე 93:93-ზე კავაი ლეონარდმა ორქულიანი ესროლა, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა. დამატებით 5-წუთეულში ლეონარდის კარგი თამაშის წყალობით ტეხასელებმა 9:5 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა კავაი ლეონარდმა ჩააგდო, 20 ქულით ტონი პარკერი გამოირჩა. “ოკლაჰომას” გუნდის ორი ლიდერი რასელ უესტბრუკი და კევინ დურანტი აკლდა, მწვრთნელმა ორივეს დასვენების საშუალება მისცა.
მიმდინარე სეზონში “სან ანტონიოს” ერთი შეხვედრის ჩატარება დარჩა, გასვლაზე გრეგ პოპოვიჩის გუნდი “დალასს” ეწვევა. “სან ანტონიომ” მიმდინარე სეზონში 42 საშინაო შეხვედრიდან 41 მოიგო, ერთადერთი მარცხი “გოლდენ სტეიტთან” განიცადეს (86:92).
“ინდიანა” – “ნიუ იორკი” 102:90 (29:36, 24:18, 26:16, 23:20)
https://www.youtube.com/watch?v=LBkjddat9t0
“დეტროიტი” – “მაიამი” 93:99 (17:19, 33:31, 19:21, 24:28)
https://www.youtube.com/watch?v=iV9VpIUpUYM
“ტორონტო” – “ფილადელფია” 122:98 (32:23, 23:38, 32:13, 35:24)
https://www.youtube.com/watch?v=6Zunesjz2ps
“სან ანტონიო” – “ოკლაჰომა” 102:98 (21:32, 22:21, 31:19, 19:21 o.t. 9:5)
https://www.youtube.com/watch?v=0RnGo5bzN-0
“კლიპერსი” – “მემფისი” 110:84 (29:22, 32:21, 23:21, 26:20)