ფეხბურთი

11:19 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ნახევარფინალში თამაში დავიმსახურეთ”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” (1:0) მოგებას დამსახურებულს უწოდებს. როგორც მან თამაშის შემდეგ თქვა, “სიტიმ” მომდევნო ეტაპზე გასვლა უფრო მეტად დაიმსახურა, ვიდრე მეტოქემ.

“ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პენალტი მნიშვნელოვან მომენტში ვერ გავიტანეთ, მაგრამ შემდეგ ვიყოჩაღეთ. დასასრული შესანიშნავი იყო”, - თქვა პელეგრინიმ.

აღსანიშნავია, რომ “სიტიმ” თავის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს პირველად უწია. თავად პელეგრინის კი ევროპის საუკეთესო ოთხეულში ყოფნა დაგემოვნებული აქვს: ჯერ კიდევ 2005-2006 წლების სეზონში ესპანურ “ვილიარეალთან” ერთად, როცა “ყვითელი სუმბარინა” ლონდონის “არსენალთან” (0:1) დამარცხდა.

0.124552