სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:22 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ მესისა და დელ პიეროს გაუთანაბრდა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გუშინ, “ვოლფსბურგის” (3:0) წინააღმდეგ მაგიური საღამო ჰქონდა. აღნიშნულ მატჩში სამივე გოლი მან გაიტანა და რამდენიმე საინტერესო რეკორდს შეწვდა.

კერძოდ, რონალდუმ ევროთასებზე ჰეთ-თრიქი მეხუთედ შეასრულა და ამ მაჩვენებლით ლიონელ მესის გაუტოლდა. ამასთან, კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-11 საჯარიმო დარტყმა გაიტანა და იტალიელ ალესანდრო დელ პიეროს გაუტოლდა. აქამდე ლიგაზე ჯარიმით ყველაზე მეტი გოლი სწორედ ტურინის “იუვენტუსის” ექსკაპიტანს გაეტანა.

მიმდინარე სეზონში მას ჩემპიონთა ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი და ბუნებრივია, რომ ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ნახევარფინალში კრიშტიანუს აღნიშნული რეკორდის მოხსნის საშუალებაც მიეცემა. რეკორდისა, რომელიც მას ეკუთვნის – 17 გოლი.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი თამაშისა, პორტუგალიელი გუშინდელ მატჩს მის კარიერაში საუკეთესოდ არ მიიჩნევს:

“ეს მატჩი არ ყოფილა ჩემი საუკეთესო თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ ჰეთ-თრიქი შევასრულე. მე ყოველთვის მაქსიმუმი მინდა და როდესაც ვმუშაობ, შედეგიც მოდის. რეკორდი? – ამაზე არ ვფიქრობ”. – თქვა თამაშის შემდეგ რონალდუმ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111003