ქართველი ანა შანიძის და რუსი ანასტასია გასანოვას წყვილმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.
14 წლის შანიძემ და გასანოვამ სამხრეთკორეელებს – ანსა და პარკს 6:0, 4:6, 10:3 სძლიეს, მეოთხედფინალში კი მე-2 რეიტინგის მქონე რუმინელ ნეგრეანუსთან და ჩეხ სლოვაკოვასთან ჭიდილი ელოდათ, თუმცა, მეტოქეებმა თამაშზე უარი განაცხადეს.
თუ რომელი მოთამაშეები დადგებიან ქართველი და რუსი ჩოგბურთელების პირისპირ მომდევნო წრეში, მოგვიანებით გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირში შანიძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც ასევე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ ლისა-მარი მაეჩკესთან ჭიდილი ელის.